აშშ-ის არმია ნიერიომეცნიერების მიმართულების კვლევებში დიდი რაოდენობით ფულს დებს იმ იმედით, რომ ტვინის სხვადასხვანაირ სიგნალებს მიღმა არსებული მექანიზმი უფრო გასაგები გახდება.

საბოლოო მიზანი ისეთი სისტემის შექმნაა, რომელიც ჯარისკაცებს ერთმანეთთან აზრებით კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. ამ მომენტისთვის, ასეთი "ტელეპათია" ძალიან შორეული პერსპექტივაა.

სამხედრო კვლევების ოფისი (ARO) პროექტზე მომდევნო ხუთი წლის მანძილზე 6 მილიონ დოლარზე მეტს დახარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პროექტისთვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა, საბოლოო მიზანთან მეცნიერები ახლოსაც არ არიან. თუმცა, პროცესში არმიის დაქირავებულმა მკვლევრებმა მნიშვნელოვანი მიგნებები გააკეთეს.

"ამ შემთხვევაში ჩვენ [ნერვულ] სიგნალებს არამხოლოდ ვზომათ, არამედ მათ ინტერპრეტაციასაც ვაკეთებთ", — ამბობს ARO პროგრამის მენეჯერი, ჰამიდ კრიმი.

მეორენაირად რომ ითქვას, ამ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ისეთი ნეირონული სიგნალების გამოცალკევება შეძლეს, რომელიც ქცევაზე მოქმედებს. ერთი კონკრეტული სიგნალისა და მისი მოქმედების დანარჩენებისგან გამორჩევა ძალიან რთულია იმიტომ, რომ ჩვენი ტვინში ერთდროულად მილიონობით ნერვული იმპულსი წარმოიქმნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.