ნოემბერი იწურება და შავი პარასკევი ფუსფუსში ეფლობა სავაჭრო სივრცეები. ალბათ, უკვე იმასაც გაიგებდი, რომ Mymarket-ზე არნახული Black Friday დაიწყო და ნელ-ნელა სულ უფრო იკრეფს ძალას. 23 ნოემბრიდან Mymarket-ზე 70%-მდე ფასდაკლება მოქმდებს ონლაინ მაღაზიებიდან შეძენილ ნივთზე, ხოლო, 27-28 ნოემბერს Visa-ს ბარათით გადახდისას დამატებით მიიღებ 20% ფასდაკლებას და შეგეძლება დაზოგო ჯამში 90%-მდე თანხა. რისი შეძენა შეგიძლია Mymarket-ზე?

NIKE — კაცის სპორტული ფეხსაცმელი, რომლის სიმსუბუქე და დიზაინი ნებისმიერ გარემოში ვარჯიშისას არის კომფორტის გარანტი.

ფოტო: My.ge

XIAOMI — ჭკვიანი სასწორი, დისტანციურად მუშაობისას წონის საკონტროლებლად, რომელიც თავსებადია Android და IOS ყველა მოწყობილობაზე და 150 კილოგრამამდე წონის განსაზღვრა შეუძლია.

ფოტო: My.ge

SAMSUNG — გათბობა-გაგრილების კონდიციონერი. მულტიფუნქციური და მრავალფეროვანი რეჟიმებით აღჭურვილი ჭკვიანი მოწყობილობა, რომლის ფუნქციებშიც შედის: გათბობა, გაგრილება, ტენის ამოშრობა, განიავების რეჟიმი, ავტომატური რეჟიმი, Good Sleep, ეკო რეჟიმი და ჩქარი რეჟიმი.

ფოტო: My.ge

FRANKO — ელექტრო ღუმელი, ზამთრის სუსხიან დღეებში ცხელ-ცხელი კერძების მოსამზადებლად. მომზადების 320°С-მდე მაქსიმალური ტემპერატურით და მექანიკური კონტროლის პანელით.

დათოვლილი საახალწლო ნაძვის ხე — 120 სმ სიმაღლის გირჩებიანი დათოვლილი საახალწლო ნაძვის ხე. განსაზღვრული ნუმერაციის მქონე ჩასამაგრებელი წიწვებით მარტივად ასაწყობი ნივთია, რომელიც ნამდვილ დღესასწაულს ქმნის სახლში.

MINISO — Bowknot Kitten, ღუნღულა ფისუნია კატა, იაპონური კულტურით შთაგონებული საერთაშორისო ბრენდისგან.

DIXIT —- სამაგიდო თამაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამააგიდო თამაშია, რომელიც კარგი გასართობია მეგობრების დროის მხიარულად გასაყვანად.

JBL — უსადენო ყურსასმენი. თავზე დასამაგრებელი Bluetooth ყურსასმენი მძლავრი ბატარეით, მიკროფონით და ხმის საუკეთესო ხარისხით.

Secalia Ultra-ს შხაპის კრემი ISIS PHARMA-სგან, დასაბანი კრემ-გელი მთელი ოჯახისთვის ასუფთავებს, აღადგენს, არბილებს და ატენიანებს როგორც ტანს, ასევე სახის კანს.

ზეთის გამათბობელი, ელექტრო გამათბობებლი გადახურებისგან დაცვის ფუნქიით და გათბობის სამი დონით.

ამ და სხვა ნივთების შეძენა მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან Mymarket-ზე შეგიძლია ონლაინ გადახდით და ადგილზე მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, 27-28 ნოემბერს 90% ფასდაკლება გელოდება VISA ბარათით გადახდისას.