დღეს ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 100 000 ქალის მარში გაიმართა, აქციის მთავარი მოთხოვნა ტრამპის მიერ ადამიანების უფლებების დაცვა იყო, ეს საკითხი მას შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მეორე დღესვე თეთრი სახლის ვებგვერდიდან - whitehouse.gov ლგბტ თემის უფლებების შესახებ ინფორმაცია წააშლევინა.

ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე, პოპ დივა მადონა ბრუკლინის ერთ-ერთ მუზეუმი, სადაც ყოველწლიურად ფემინისტური შინაარსის ნამუშევრები იფინება, სცენაზე მაისურით ავიდა, რომელზეც ფემინისტური წარწერა ჰქონდა.

ფოტო: Getty Images

მხატვარი მერლინ მინთერი ამბობს, მადონამ მასთან პირადი საუბრის დროს თქვა და პირობა დადო, რომ ყველა კაცს, რომელიც საკუთარ თავს ფემინისტს არ უწოდებს პირადად გაუსწორდება და სახეში გაარტყამს.

შეგახსენებთ, რომ მადონა აქტიურად იყო ჩართული ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაში და ორალურ სექსს დაჰპირდა ყველას, ვინც ხმას ჰილარი კლინტონს მისცემდა.