დაფინანსების გარეშე თუ არ შეგიძლია ბიძინას დამარცხება, დაიხურე ქუდი და წადი — ჯაფარიძე
გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიები არ უნდა იღებდნენ საბიუჯეტო დაფინანსებას. როგორც მან პალიტრა ნიუსის ეთერში განაცხადა, განსაკუთრებით არასწორია იმ პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნა, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.
"საბოლოო ჯამში, ეს დაფინანსება არის მიბმული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმზე — იქ რა რიცხვები გიწერია. თუ იძახი, რომ ეს ოქმი არასწორია და ეს არჩევნები გაყალბდა, და ამას ვიძახით მთელი ოპოზიციური სპექტრი, მაშინ იმაზე დაფუძნებით რაღაცა დაფინანსებას არ უნდა ითხოვდე. არასწორია. გაუგებარია. მინიმუმ, აძლევ არგუმენტს ქართულ ოცნებას, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ამათმა არჩევნები აღიარეს. და ზოგადადაც, საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე თუ არ შეგიძლია ბიძინას დამარცხება, მაშინ უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გირჩის ლიდერი ამბობს, რომ პარტია ისედაც, არჩევნების შედეგების აღიარების შემთხვევაშიც არ მოითხოვდა ამ თანხას, რადგან მიაჩნია, რომ საბიუჯეტო დაფინანსება უნდა გაუქმდეს.
"ეს დაფინანსება ზოგადად არის გასაუქმებელი. ეს დაფინანსება არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც არსებობს ქართულ პოლიტიკაში. საბიუჯეტო დაფინანსების არსებობის გამო, ქართული პოლიტიკური სპექტრი არის გადაჭედილი ვითომ პოლიტიკური პარტიებით, რომელთაც რაღაცა კონკრეტული მიზნები, ხედვები, ღირებულებები და პრინციპები კი არ ამოძრავებთ და რაღაცის შეცვლა კი არ უნდათ მართლა, გულწრფელად ქვეყანაში, არამედ, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი. გადალახავ [ზღვარს], გახდები კვალიფიციური სუბიექტი, იმიტომ, რომ ვიღაცასთან ბლოკი გააკეთე, ან რაღაცა გააკეთე და მიიღებ დაფინანსებას, უფასო რეკლამას, იმას, ამას", — განაცხადა მან.
ცესკოს ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსება ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით 14 პარტიას ეკუთვნის, რომელთაგან მისი მიღება ცხრამ მოითხოვა. ეს პარტიებია:
- ქართული ოცნება;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მის ბლოკში შემავალი პარტიები (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პროგრესი და თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, ევროპელი დემოკრატები);
- ევროპული საქართველო;
- სტრატეგია აღმაშენებელი
- კანონი და სამართალი.
დაფინანსების მოთხოვნით, ცესკოსთვის არ მიუმართავს ხუთ პარტიას:
- გირჩი;
- ლეიბორისტული პარტია;
- ლელო;
- მოქალაქეები;
- პატრიოტთა ალიანსი.
გაეცანით პარტიების პოზიციებს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე:
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები