3 ქართული ფილმი ქალებზე — ეროვნული კინოცენტრი ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს
25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია იმართება. კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილია მრავალგვარი ღონისძიება გოგოებსა და ქალებზე ძალადობაზე ცნობიერების ასამაღლებლად და პრობლემის აღმოსაფხვრელად.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კამპანიას სპეციალური პროგრამით უერთდება — მის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრი თემატური ქართული ფილმების ონლაინ ჩვენებებს მოაწყობს. ჩვენებები 27, 28 და 29 ნოემბერსაა დაგეგმილი, ისინი ლაივრეჟიმში 22 საათიდან, კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გაიმართება.
სანამ მამა დაბრუნდება (2018)
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პირველ ფილმს — სანამ მამა დაბრუნდება — 27 ნოემბერს აჩვენებენ. დოკუმენტური ნამუშევრის რეჟისორი მარი გულბიანია და მისი მსოფლიო პრემიერა 2018 წელს, გაერთიანებულ სამეფოში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მოეწყო.
80-წუთიან ფილმში ორი ქისტი მეგობრის — იმანის და ევას — ისტორიაა ნაჩვენები. ისინი პანკისის ერთ-ერთი სოფლის ჩაბნელებული საკლასო ოთახის დახეთქილ კედელზე პირველად ნახავენ ფილმს. კინემატოგრაფიულ გამოცდილებას პირველად ნაზიარები გოგოები კამერას ხელში იღებენ და მათი ყოფის ასახვას ეკრანზე თავად იწყებენ. როგორც ფილმის IMDb-ის აღწერაში ვკითხულობთ, "გოგოები რადიკალიზმით მოცულ ხეობაში იზრდებიან, სადაც ადამიანებს მუდამ იმის შიში აქვთ, მათმა ახლობლებმა ღმერთის სახელით საკუთარი თავის შეწირვა არ გადაწყვიტონ".
გაიღიმეთ (2012)
28 ნოემბერს რუსუდან ჭყონიას რეჟისურით და სცენარით შექმნილი ფილმის, გაიღიმეთ, ყურების შესაძლებლობა გექნებათ, რომლის მსოფლიო პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. კინოსურათში ია სუხიტაშვილი, ნანა შონია, ოლიკო ბაბლუანი, მაკა ჩიჩუა, შორენა ბეგაშვილი და გია როინიშვილი მონაწილეობენ.
ფილმის სიუჟეტით 10 ქალი, რომელთაგან უმეტესობა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელია, დედების სილამაზის კონკურსის და პრიზად დაწესებული ბინისა და სოლიდური თანხის მოსაგებად იბრძვის. განსაკუთრებულ დრამატულობას კონკურსს ის ფაქტი სძენს, რომ მონაწილეებს შორის პარლამენტარის ცოლიცაა.
დედე (2017)
ეროვნული კინოცენტრის მიერ გაეროს კამპანიის ფარგლებში მაყურებლისთვის შეთავაზებული ბოლო ფილმი დედე იქნება, რომლის ჩვენებაც 29 ნოემბერსაა დაგეგმილი. ფილმის რეჟისორი მარიამ ხაჭვანია, სცენარი კი მას და ვლადიმერ კაჭარავას ეკუთვნით. კინოსურათში მთავარ როლებს გიორგი ბაბლუანი და ნათია ვიბლიანი ასრულებენ. გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. საათნახევრიანი მხატვრული ფილმის მსოფლიო პრემიერა ჩეხეთში, კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან ჟიურის ჯილდოს მოპოვებაც შეძლო.
დედე სვანი გოგოს ისტორიას გვაჩვენებს, რომელსაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აქორწინებენ, მას კი სიყვარულისთვის ბრძოლა უწევს. ფილმში საუბარი, მეტწილად, სვანურ ენაზე მიმდინარეობს.
გაეროს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანია სწორედ დედეში წარმოჩენილი და მისი მსგავსი პრობლემების აღმოფხვრას ეხება — ესაა ძალადობა ქალებსა და გოგოებზე, რომელიც განსაკუთრებით მწვავე გახდა კორონავირუსის პერიოდში.
კამპანია 1991 წლიდან იმართება, მასში მონაწილეობას კი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში უამრავი ორგანიზაცია იღებს. წლევანდელი კამპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
-
გადახედვატერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო ტერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
-
-
გადახედვანახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
კომენტარები