27 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღით, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ყველა ფილიალი გაიხსნება, გარდა იმ შენობებისა, სადაც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს: ვაკის მედიათეკა, მე-9 ბიბლიოთეკა (ჭავჭავაძის 24) და ლილოს დასახლებაში მდებარე ფილიალი.

ბიბლიოთეკების წევრებს, საშუალება ექნებათ, ჩააბარონ ფილიალების დახურვამდე გატანილი წიგნები და წაიღონ ახალი წიგნები. მომხმარებელი ვალდებულია, წიგნები დააბრუნოს ბიბლიოთეკების სრულად გახსნიდან, არაუგვიანეს, 5 სამუშაო დღისა.

"ჩვენი გაერთიანების ყველა ფილიალი, ნაძალადევისა და ვარკეთილის მედიათეკების გარდა, პანდემიის პრევენციის მიზნით დახურულია. თუმცა კარგად ვაცნობიერებთ, რომ, ამ რთულ პერიოდში, ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ განტვირთვა და ყურადღების საყვარელს საქმიანობაზე გადატანა. ამის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთი დღით გავხსნათ ბიბლიოთეკები და ჩვენს მომხმარებლებს ახალი წიგნების გატანის საშუალება მივცეთ", — აცხადებს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

27 ნოემბერს ფილიალები იმუშავებს 10-დან 18 საათამდე.