ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუკი საპენსიო ფონდის გახსნა მოსახლეობის მოთხოვნაა, კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს და ამაზე იმსჯელებენ.

"ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი განსახილველად მეორეჯერ აღარ დაგვიყენებია. თუმცა, საინტერესოა, ვინაიდან, მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ამ თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის წარმომადგენლებმა 28 ნოემბრიდან ასამოქმედებელი მთელი რიგი შეზღუდვების შესახებ ისაუბრეს. შეზღუდვა შეეხო ბევრ სექტორს, ამიტომ ბრიფინგზე დაისვა კითხვა, ხომ არ სჯობდა საპენსიო სქემის გახსნა, რათა ხალხს საკუთარი ფულის გატანა და კრიზისის დროს შესაბამისად მოხმარება შესძლებოდათ, მინისტრის პასუხი სწორედ ამ კითხვას ეხებოდა.

გაიგეთ მეტი ახალ შეზღუდვებზე:

26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: