ამიერკავკასიაში სამშენებლო და სარემონტო მასალების უდიდეს ჰიპერმარკეტში მიჰაუსი "შავი პარასკევი" 27 ნოემბერს, აღიარებული ტრადიციით, ნოემბრის ბოლო პარასკევს გათენდება!

"შავი პარასკევის" ფარგლებში მიჰაუსი უამრავი დასახელების პროდუქციაზე აცხადებს სოლიდურ ფასდაკლებას თავისი 60-ათასიანი ასორტიმენტიდან.

და არა მხოლოდ ფასდაკლება: გარდა საუკეთესო ფასებისა, მიჰაუსი ყოველ მე-100 და მე-500 მომხმარებელს დაასაჩუქრებს. კერძოდ, ყოველი მეასე მომხმარებელი 500-ლარიან სასაჩუქრე ბარათს მიიღებს, ხოლო ყოველი მეხუთასე — 1 000-ლარიანი სასაჩუქრე ბარათის მფლობელი გახდება!

"შავი პარასკევი" მიჰაუსში არსებულ ნებისმიერ კატეგორიაში დაგხვდებათ.

"შავი პარასკევის" ფასდაკლებები ხელმისაწვდომი იქნება როგორც უშუალოდ ჰიპერმარკეტში, რომელიც ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის #22-ში, ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზას შენობაში მდებარეობს, ისე მიჰაუსის ონლაინ მაღაზიაში — mihouse.ge.