პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, პანდემიას დამოუკიდებლად ვერავინ დაამარცხებს და დანაკარგების გარეშე ვერავინ გაივლის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მნიშვნელოვანია, ჩვენნაირი ეკონომიკის და ჩვენნაირი ჯანდაცვის სისტემამ მინიმალური დანაკარგებით გაიაროს ეს ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გლობალური კრიზისი. პირველი დამოუკიდებლად ამას ვერავინ დაამარცხებს და დანაკარგების გარეშე ვერავინ გაივლის. ჩვენი მიზანია რესურსი რაც გაგვაჩნია მაქსიმალურად გამოვიყენოთ", — განაცხადა გახარიამ.