პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გეგმა, რომელიც მთავრობამ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით შეიმუშავა, ფართო საზოგადოებასთან დისკუსიის შედეგად შედგა. ასე ახსნა გახარიამ ის, რომ გუშინ სოციალურ ქსელებში აღნიშნული ინფორმაცია წინასწარ გავრცელდა.

"ეს არის საქართველოს მთავრობის 2 თვიანი კონკრეტული გეგმა. ეს გეგმა გახლავთ, პირველ რიგში, დისკუსიის შედეგად შედგენილი კონკრეტული გეგმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფართო საზოგადოება, ამიტომ გახდა ეს გეგმა ასე წვდომადი ინტერნეტ რესურსებში. ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა როგორც ბიზნესი, ასევე ექიმები სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორიოს ექსპერტები", — განაცხადა გახარიამ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები გამკაცრა და ახალი შეზღუდვები დააწესა.