წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარის ტყის მიმდებარედ გარდაიცვალა მონადირე, რომელმაც სანადირო თოფით თვითდაზიანება მიიყენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაწესებულებაში გუშინაც ამბობდნენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა მძიმე იყო.

ჯვარის მიმდებარე ტყიდან მეხანძრე-მაშველებს დაჭრილი მონადირე გუშინ გამოჰყავდათ. მას იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა. საგანგებო სიტუაციებში გუშინ აცხადებდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ და პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც იყო ჩართული.