უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ორი ღამით, ახალ წელს და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნება. ეს იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე და 6 იანვრის ღამეს გადადგილება ნებადართულია, სხვა დღეებში კი აკრძალული.

საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვის დრო გაიზარდა და 28 ნოემბრიდან 22:00 საათის ნაცვლად, გადაადგილება 21:00 საათიდან იქნება შეზღუდული. შეზღუდვები 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

გარდა ამისა, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით 8 ქალაქში შეზღუდულია მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება, გარდა გამონაკლისი პერიოდისა.

გაიგეთ მეტი ახალ შეზღუდვებზე:

26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: