თბილისში, ხორავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათი ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.