ერთ დღეს, ცაში ბურთს ერთად გავაგორებთ — ფეხბურთის ვარსკვლავები მარადონას ემშვიდობებიან
ერთ დღეს ცაში ბურთს ერთად გავაგორებთ — ასე გამოეხმაურა ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას. მარადონას გარდაცვალებას ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებიც ეხმაურებიან.
"ძალიან სამწუხარო დღეა არგენტინისა და ყველა ფეხბურთელისთვის. ის გვტოვებს, მაგრამ არ მიდის, რადგან დიეგო მარადიულია", — თქვა მესიმ.
"დღეს მე მეგობარს ვემშვიდობები, სამყარო კი — მარადიულ გენიოსს; ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო, შეუდარებელ ჯადოქარს. ძალიან მალე წავიდა ჩვენგან, თუმცა უსაზღვრო მემკვიდრეობა და შეუვსებელი სიცარიელის განცდა დაგვიტოვა. მშვიდად განისვენე, ოსტატო. არასდროს დაგვავიწყდები", — დაწერა კრიშტიანუ რონალდუმ ტვიტერზე.
დღეს, 25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, ცნობილი ფეხბურთელი არგენტინის ქალაქ ტიგრეში გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნოემბრის დასაწყისში უცხოურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენმა თავის ტვინზე ოპერაცია გაიკეთა: მის ჯანმრთელობას თრომბი საფრთხეს უქმნიდა. ასევე, ცნობილი იყო, რომ მარადონა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო აქტიურ რეაბილიტაციას გადიოდა.
დიეგო მარადონა თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში თამაშობდა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში და ასევე ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორიცაა ესპანეთის ბარსელონა და იტალიის ნაპოლი.
მან თავი ყველას 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის კარში გატანილი გოლით დაამახსოვრა, რამაც მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა. დიეგო მარადონა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები