ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით შეთანხმების მთავარი საგანია ახალი არჩევნები, ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილებები და რეფორმები სარჩვენო კანონდმდებლობაში.

"მედიატორები — ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ელჩები ყველაფერს აკეთებენ თავის მხრივ იმისთვის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ჩვენ გვსურს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკების პაკეტი და მზად ვართ ქართულ ოცნებასთან ის ვაქციოთ პოლიტიკურ შეთანხმებად, იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

მოლაპარაკების საგანია ახალი არჩევნები, ცესკო-ს ადმინისტრაციაში ცვლილებები და რეფორმები საარჩევნო კანონმდებლობაში, იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხოთ მანიპულაციები ბიულეტენებითა და სხვა ტიპის სიყალბეები, რომელსაც მრავლად ჰქონდა ადგილი ბოლო არჩევნებზე. ასევე, მნიშვნელოვანია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და პროკურატურის პოლიტიკური მიზნით გამოყენება", — განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობს, პარლამენეტში შესვლა არ განიხილება. ამიტომ, იმისათვის, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს და მოსახლეობას არჩევნებისადმი ნდობა კვლავ დაუბრუნდეს, ბადრი ჯაფარიძე ახალი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს.