ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის (ბაუ) კოვიდცენტრში ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი 56 წლის იყო და კორონავირუსის დადასტურებამდე ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა.

როგორც ბაუში აცხადებენ, ერთი თვის წინ ფილტვების ძლიერი დაზიანებით შეიყვანეს ჰოსპიტალში და ამ პერიოდის განმავლობაში მართვითი სუნთქვის აპარატზე მიერთებული, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.

გუშინ, 24 ნოემბერს გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმიც.

25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 366 , გარდაიცვალა — 34.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: