დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვები, რომელსაც დააწესებენ იქნება ბევრად მკაცრი და გაფართოებული, ვიდრე დღეს არის. მისი თქმით, ამის შედეგი იქნება ის, რომ სამომავლოდ ინფიცირებულთა რიცხვი აღარ გაიზრდება.

"დღეს გვაქვს, რომ 22 საათის შემდეგ 5 საათამდე შეზღუდულია გადაადგილება დიდ ქალაქებში, მსგავსი შეზღუდვები გაფართოვდება და ეს ყველაფერი უნდა იყოს საერთო შეთანხმების ფორმით. უნდა გავითვალისწინოთ ადამიანთა ყოფა-ცხოვრება, მათი შემოსავლები და უნდა ვნახოთ ე.წ. ოქროს შუალედი. აქეთკენ მივდივართ და ალბათ, ეს გადაწყვეტილებები იქნება ბევრად გამკაცრებული, ვიდრე დღეს არის და ბევრად გაფართოებული. მან შედეგი უნდა მოიტანოს. შედეგი რა იქნება? დღეს რომ 3 ათასი გვაქვს, მისი ზრდა არ უნდა იყოს ამ სამი კვირის შემდეგ. ანუ არ უნდა გვქონდეს 5 და 6 ათასი", — განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საბჭო შეზღუდვების 2 ვერსიაზე მუშაობს და საზოგადოებისთვის იგი ხვალ გახდება ცნობილი.

25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 366 , გარდაიცვალა — 34. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 114 889-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 95 581-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 085 გარდაცვალების შემთხვევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: