დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად, აშშ–ს დედაქალაქში დილიდან მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქტივისტები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ, არის შეტაკებები პოლიციასთან.

აქტივისტთა ნაწილმა არაერთხელ სცადა ინაუგურაციის ცერემონიის ჩაშლა, ისინი ამ წუთებშიც ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ სამხედრო მარშს, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი მიუძღვება. აქტივისტებმა ვაშინგტონის ცენტრში ნაგვის ურნებს წაუკიდეს ცეცხლი.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია, სულ მცირე, 90 პირი.

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი რამდენიმე საათის წინ დადო, რის შემდეგაც ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.