ალიევის თქმით, ქალბაჯარზე კონტროლი აზერბაიჯანს გადაეცა
პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ქალბაჯატრის რაიონს ახლა უკვე აზერბაიჯანი აკონტროლებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო გამოცემა TASS ავრცელებს.
"დღეს ქალბაჯარის რეგიონი გათავისუფლდა ოკუპაციისგან. გულითადად ვულოცავ მთელ მოსახლეობას", — განაცხადა ალიევმა სატელევიზიო მიმართვისას.
მისი თქმით, ქალბაჯარი აზერბაიჯანის ერთ-ერთ მსხვილი რეგიონია და იქ არსებული მეჩეთები და ეკლესიები მათთვის ისტორიულად მნიშვნელოვანია.
"ნურავინ იღელვებს, ამ ეკლესიებს სახელმწიფო მომავალშიც დაიცავს", — აღნიშნა ალიევმა.
როგორც ალიევი ამბობს, რეგიონს აღადგენენ, მათ შორის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მოეწყობა სარკინიგზო გზა.
ქალბაჯარის რეგიონი აზერბაიჯანს 10 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე გადაეცა. დოკუმენტი ბაქოსთვის აღდამისა და ლაჩინის რეგიონების დაბრუნებასაც ითვალისწინებს.
ლაჩინის რეგიონში 5 კილომეტრი სიგანის დერეფანი უკვე შეიქმნა. დერეფანი მთიან ყარაბაღსა და სომხეთს აკავშირებს ერთმანეთთან, არ ეხება ქალაქ შუშას (შუშის) და რუსეთის სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ იქნება.
რუსეთის სამშვიდობო მისია ლაჩინის რეგიონში ხუთი წლით დარჩება და მათი იქ ყოფნის ვადა ავტომატურად გაგრძელდება, თუ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე აღნიშნული რეჟიმის გაუქმებას არ მოინდომებს.
მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.
ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსი სამხედროების გარდა ზონაში თურქი მშვიდობისმყოფელებიც იქნებიან, თუმცა რუსეთი ამას უარყოფს. ალიევმა შეთანხმებას ისტორიული უწოდა და თქვა, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.
ნიკოლ ფაშინიანი კი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილება ანალიზის შედეგად მიიღეს. მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები