პოპ კი არა, R&B შემსრულებელი ვარ — ჯასტინ ბიბერი გრემის ნომინაციებს აპროტესტებს
გუშინ, 24 ნოემბერს ცნობილი ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების, გრემის 2021 წლის ნომინაციების სია გამოქვეყნდა და პოპულარულმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა ოთხი ნომინაცია მიიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, ეს კანდელი მომღერალი, ცოტა არ იყოს, მაინც ნაწყენია.
ბიბერის გასული წლის შემოქმედება პოპის ჟანრის ნომინაციებშია წარდგენილი, თუმცა თავად მომღერალი მიიჩნევს, რომ ეს არასწორია: ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ამტკიცებს, რომ ის R&B-ის კატეგორიაში უნდა იყოს წარდგენილი და არა — პოპის.
"Changes (ცვლილებები) იყო და არის R&B ალბომი. რატომღაც გრემის ჟიურის წევრებმა ასე არ მიიჩნიეს, რაც ჩემთვის ძალიან უცნაურია. R&B ჟანრის მუსიკის გაღმერთებით გავიზარდე და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მსგავსი რამ შემქმნა. ახლა კი მოულოდნელად ჩემს ალბომს შესაფერის კატეგორიაში არ განიხილავენ, რაც მეტისმეტად უსიამოვნოა. იმ მელოდიისა და ვოკალური სტილის გათვალისწინებით, რომელიც ალბომის შექმნისას გამოვიყენე, ის უეჭველად R&B ჟანრს განეკუთვნება", — წერს 26 წლის ბიბერი.
მართალია, ჯასტინ ბიბერი დარდობს, რომ იმ კატეგორიაში არ განიხილავენ მის შემოქმედებას, რომელიც თავად წარმოედგინა, თუმცა მელომანების დიდი ნაწილი უფრო იმ ფაქტითაა გაკვირვებული, რომ ისეთი მნიშვნელოვანი თანამედროვე მუსიკოსი, როგორიცაა The Weeknd, საერთოდ ვერ მოხვდა ნომინანტებს შორის.
ამ ფაქტს თავად The Weeknd-იც გამოეხმაურა და გრემის დაჯილდოება კორუფციაში დაადანაშაულა.
რაც შეეხება ჯასტინ ბიბერს, შეგიძლიათ მოუსმინოთ მის ყველაზე ცნობილ სინგლს თავისი ალბომიდან Changes და თავად შეაფასოთ, იმსახურებდა თუ არა ის R&B ალბომის ნომინაციას, ან საერთოდ იმსახურებდა თუ არა რამეს...
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
კომენტარები