ჭკვიანი სახლი აღარაა მხოლოდ მდიდრებისთვის, ან უბრალოდ, ექსპერიმენტებისთვის. თქვენი დინამიკები, ნათურები, განათებები, უსაფრთხოების კამერები და სამზარეულოებიც კი, შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი სმარტფონებით ან სხვა ციფრული მოწყობილობებით. ხოლო როდესაც ამ მოწყობილობების არჩევის დრო დგება, საკმაოდ რთული ხდება გადაწყვეტილების მიღება. სწორედ წლევანდელ შავ პარასკევს ამ მოწყობილობების უმეტესობაზე დიდ ფასდაკლებებს უნდა ველოდოთ და იმედი გვაქვს, მათ შერჩევაში დაგეხმარებით.

თქვენ შეგიძლიათ ნელ-ნელა შეიძინოთ უბრალო მოწყობილობები, როგორიცაა სმარტ სპიკერი Google-ისგან ან არჩევანი Amazon Echo Dot-ზე შეაჩეროთ, მომავალში კი შეიძინოთ ჭკვიანი ნათურები, უსაფრთხოების კამერები და ნელ-ნელა, თქვენი სახლი ჭკვიან სახლად გარდაიქმნება. ჭკვიანი მოწყობილობების ეკრანის დახმარებით კი შეძლებთ, თქვენი სახლი სრულიად დისტანციურად აკონტროლოთ.

ამ სტატიაში გთავაზობთ 10 საუკეთესო გაჯეტის შემოთავაზებას, შესაფერის ბმულზე გადასვლით კი შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მოწყობილობა, რომლის შეძენასაც შავ პარასკევს, ფასდაკლებით შეძლებთ.

1. Amazon Echo Dot (მე-4 თაობა) - სმარტ სპიკერი, რომელიც ყველა თქვენს მოთხოვნას შეასრულებს.

ფოტო: Amazon.com

მიესალმეთ ამაზონის ახალ ქმნილებას — Amazon Echo Dot-ის მეოთხე თაობას. ეს არის ჭკვიანი სპიკერი რომელსაც Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი Alexa აქვს ჩაშენებული. იგი არა მხოლოდ ასისტენტია, არამედ მას საკმაოდ მაღალი ჟღერადობის, ძლიერი დინამიკები აქვს, რაც მუსიკის მსმენელთათვის ერთ-ერთი საუკეთესო ფუნქციაა. Echo Dot უკავშირდება თქვენს Wi-Fi-ს და ზედმეტი კაბელების გარეშე, კომპაქტურად მუშაობს. ასევე აპარატს აქვს Bluetooth-ის მხარდაჭერა, ასე რომ ტელეფონიდან ან კომპიუტერიდან თავისუფლად შეგიძლიათ ხმის გადატანა სპიკერში. თუ გსურთ, რომ თავი მომავალში იგრძნოთ, ეს გაჯეტი ზუსტად თქვენთვის არის შექმნილი.

ფასი: $38.99

2. Amazon Fire TV Stick 4K - მოწყობილობა, რომელიც თქვენს უბრალო ტელევიზორს ჭკვიან ტელევიზორად გადააქცევს.

ფოტო: Amazon.com

ამ აპარატის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი ტელევიზორი, ანდროიდ სისტემის დახმარებით, ჭკიან კომპიუტერულ სისტემად გადააქციოთ. Fire TV Stick 4K-ის საშუალებით შეძლებთ ფილმების და ვიდეოების ყურებას 4K ხარისხში, იმის მიუხედავად, თუ რომელი მოდელის ტელევიზორი გაქვთ. ამ მოწყობილობას აქვს როგორც ფასიანი, ასევე უფასო აპლიკაციები. მაგალითად, შეგიძლიათ ჩვეულებრივად, უფასოდ გამოიყენოთ Youtube ან სულაც გახსნათ Browser და თქვენს საყვარელ ფილმებს / სერიალებს უყუროთ ისეთ საიტებზე, როგორიც არის Adjaranet.com. ამ ყველაფრის კონტროლი კი შეგეძლებათ პულტით რომელსაც აქვს როგორც Bluetooth (გამოიყენება აპარატის დისტანციურად სამართავად), ისე Infrared (გამოიყენება თქვენი ტელევიზორის სამართავად). აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, Fire TV Stick 4K მოცულობაში საკმაოდ პატარა და პორტაბელურია. შესაბამისად, შეგიძლიათ ის სოფელში თუ აგარაკზე მარტივად წაიღოთ და დატკბეთ უქმეებით.

ფასი: $29.99

3. Blink Mini - სახლის უსაფრთხოების კამერა, რომელიც თქვენს სახლს მუდმივად დაიცავს.

ფოტო: Amazon.com

Blink Mini არის პორტაბელური აპარატი რომელიც დღე და ღამე, 24/7 -ზე, დაიცავს თქვენს სახლს. იგი უერთდება თქვენს ინტერნეტს და თქვენი სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით, არის სრულიად დისტანციურად მართვადი. შეგიძლიათ დედამიწის გარშემო, ნებისმიერი ადგილიდან გახსნათ კამერისთვის შექმნილი პროგრამა და დაინახოთ თუ რა ხდება მიმდინარე მომენტში თქვენს სახლში. მას ჩაშენებული აქვს უსაფრთხოების ფუნქციები. მაგალითად, თუ სახლში არავინაა და კამერის ხედვის არეალში რამემ გაიმოძრავა, თქვენ მაშინვე მოგივათ განგაშის სიგნალი.

ფასი: $24.99

4. Bose QuietComfort 35 II - უსადენო მაღალი ხარისხის ყურსასმენები.

ფოტო: Amazon.com

თუ გსურთ მაღალი ხარისხის, გარე ხმის ჩამხშობი ყურსასმენების შეძენა, მაშინ ეს შეთავაზება თქვენთვისაა. Bose ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კომპანიაა, რომელიც პრემიუმ აწყობის ხარისხით გამოირჩევა. QuietComfort 35 II-ს ჩაშენებული აქვს Amazon-ის ხმის ასისტენტი Alexa, ასევე ყურსასმენი აქტიური სმენისა და ხმაურის საწინააღმდეგო ტალღების გაშვების მეშვეობით, სრულიად ახშობს გარეთა ხმებს.

ფასი: $199.00

5. Toshiba 32-inch smart TV - სმარტ ტელევიზორი.

ფოტო: Amazon.com

ტელევიზორები სულ უფრო იხვეწება. ამჯერად, შავ პარასკევს, Toshiba-ს 32 ინჩიან სმარტ ტელევიზორზე დიდ ფასდაკლება იქნება. ეს არის ტელევიზორი, რომელსაც უკვე ჩაშენებული აქვს Fire TV სისტემა, რაც გულისხმობს იმას რომ, თითქმის ყველა თანამედროვე სმარტ ფუნქცია ჩართვიდანვე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ფასი: $119.99

6. Ring Video Doorbell - ჭკვიანი კარის ზარი, ჩაშენებული კამერით.

ფოტო: Amazon.com

კარის ჭუჭრუტანები უკვე წარსულს ჩაბარდა. მიესალმეთ ჭკვიან კარის ზარს, ჩაშენებული კამერით, რომელსაც, აპლიკაციის საშუალებით, დისტანციურად გააკონტროლებთ. ასე, საწოლიდან, ან სავარძლიდან ადგომის გარეშეცგეც ოდინებათ, თუ ვინ მოგადგათ სახლის კართან.

ფასი: $69.99

7. Cuisinart Perfectemp Coffee Maker - მრავალფუნქციური ყავის აპარატი საათით.

ფოტო: Amazon.com

მრავალფუნქციური ყავის აპარატი ყავის მოყვარულთათვის. ეს აპარატი, რომელიც შავ პარასკევს დიდი ფასდაკლებით გაიყიდება, გამოირჩევა რამდენიმე ფუნქციით, როგორიცაა სითბოს შენარჩუნება, ყავის მორევა და ერთჯერადად, 14 ჭიქა ყავის გაკეთება.

ფასი: $69.99

8. Acer Chromebook 514 - ქრომბუქი ყოველდღიური მოხმარებისთვის.

ფოტო: Amazon.com

ქრომბუქი Chrome OS-ზე მომუშავე ლეპტოპია, რომელიც შავ პარასკევს დიდი ფასდაკლებით გაიყიდება. მისი ფასიდან გამომდინარე, Chromebook ერთ-ერთ საუკეთესო ბიუჯეტურ ლეპტოპად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუ გსურთ ამ ახალ წელს საჩუქარი გაუკეთოთ თქვენთვის საყვარელ ადამიანს, მაშინ ეს ლეპტოპი მშვენიერი და შედარებით ბიუჯეტური გადაწყვეტილებაა.

ფასი: $299.99

9. Logitech G502 უკაბელო გეიმინგ მაუსი გეიმერებისთვის.

ფოტო: Amazon.com

თუ გიზიდავთ კომპიუტერული თამაშები, მაშინ ეს გაჯეტი თქვენთვის Logitech-მა შექმნა. ეს არის უსადენო, სწრაფი, დაბალდაყოვნებიანი მაუსი, რომელსაც აქვს RGB ფერების მხარდაჭერა.

ფასი: $99.99

10. Amazon Fire HD 8 Kids Edition - ტაბლეტი ბავშვებისთვის

ფოტო: Amazon.com

შავი პარასკევი ბავშვებისთვის დიდი ხნის სურვილის ასასრულებლადაც მშვენიერი დროა. 8 ინჩიანი ტაბლეტი Fire HD Kids Edition-ს სხვა ტაბლეტებისგან, ფასის გარდა, ის გამოარჩევს, რომ აწყობილია უფრო მყარი ნაწილებისგან. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მოწყობილობა არის სუპერგამძლე, რათა ბავშვმა მარტივად ვერ შეძლოს მისი დაზიანება.

ფასი: $79.99

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.