საქართველოს პარლამენტის შენობასთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სიმბოლურად გოჭი მიიყვანეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მიყვანილ გოჭს 41 ნომრიანი ყელსაბამი ეკეთა. პერფორმანსის მონაწილეები ამით ამბობენ, რომ მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ საკანონმდებლო ორგანო ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმას დაამსგავსა, თვითონ პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი კი, მათი აზრით, მთავარ ფერმერად იქცა.

"სამარცხვინოა, როცა ქართული ოცნება ისე იქცევა, როგორც საბჭოთა კავშირი. მათ სურთ რომ ერთპარტიულად შევიდნენ პარლამენტში. სიმბოლურად ჩვენ მოვიყვანეთ გოჭი, რადგან ის ადამიანი, რომელიც შევა ამ პარლამენტში იქნება გოჭიც და ღორიც", — ამბობს პერფორმანსის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან.

21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა, კანონის თანახმად, ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში მაინც იყო. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.