შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტამპონები და საფენები უფასო იქნება
მთელ მსოფლიოში შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც თავისი მოსახლეობისთვის ქალის ჰიგიენურ საშუალებებს უფასოდ ხელმისაწვდომს გახდის.
ამის შესახებ კანონი საბოლოოდ გუშინ, 24 ნოემბერს დამტკიცდა. The Guardian-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისეთი საჯარო სივრცეები, როგორებიცაა სპეციალური დანიშნულების საზოგადოებრივი ცენტრები, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები თუ აფთიაქები, ტამპონებითა და საფენებით უფასოდ მოამარაგოს, რათა ისინი ხელმისაწვდომი იყოს ყველა მსურველისთვის.
BBC-ის ცნობით, ამ კანონპროექტის ინიციატორი შოტლანდიის ლეიბორისტული პარტიის წევრი მონიკა ლენონია, რომელიც 2016 წლიდან აქტიურ კამპანიას ეწევა, რათა ქვეყანაში ე.წ. მენსტრუალური სიღარიბე (Period Poverty) შემცირდეს. ტერმინით "მენსტრუალური სიღარიბე" აღნიშნავენ ქალების იმ მდგომარეობას, როცა მათ დაბალი შემოსავლების გამო ხელი არ მიუწვდებათ აუცილებელ ჰიგიენურ საშუალებებზე.
"ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქალების, გოგოებისა და იმათ ჯანმრთელობაზე, ვისაც მენსტრუაცია აქვს. საზოგადოებრივ დონეზე უკვე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მათ კიდევ უფრო ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს", — განაცხადა ლენონმა.
"მენსტრუალური სიღარიბე" — ყოველთვიურად საჭირო სანიტარული ნივთებისთვის საჭირო ფინანსების არარსებობა — ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რომელზეც ბოლო პერიოდში ქალთა უფლებადამცველები აქტიურად საუბრობენ: შოტლანდიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველ მეხუთე ქალს ერთხელ მაინც გამოუცდია ეს პრობლემა, რაც მის ჰიგიენაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახა. ამავე ქვეყნის მაგალითზე ქალებს საჭირო ჰიგიენური ნივთების შესაძენად თვეში 13 გირვანქა სტერლინგის დახარჯვა უწევთ (დაახლოებით 60 ლარი), სიცოცხლის განმავლობაში კი ეს ხარჯები ათასობით დოლარს აღწევს.
კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ დიდ ბრიტანეთში გოგოების 10%-ს შესაძლებლობა არ აქვს, ამ ხარჯებს გასწვდეს, 15% მხოლოდ დიდი ძალისხმევის შემდეგ ახერხებს მათ შეძენას, 19%-ს კი საფენების ჩანაცვლება სხვა უფრო იაფფასიანი საშუალებებით უწევს.
აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ახალ კანონპროექტს შოტლანდიის მთავრობამ ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში დაუჭირა მხარი, შემდეგი მოსმენებით, საზოგადოებრივი განხილვებითა და კანონში შეტანილი ცვლილებებით კი 24 ნოემბრიდან ეს გადწყვეტილება ძალაშიც შევიდა.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები