ბელგიელმა უსაფრთხოების სპეციალისტებმა, Bluetooth-ის გამოყენებით, Tesla Model X-ის გასაღებზე სისტემის გადაწერის გზა აღმოაჩინეს, რაც მანქანის უსაფრთხოების დარღვევის სერიოზული ნიშანია.

“სწორედ ამ პროგრამული შეცდომით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული კომპანია Tesla-ს მიერ, სულ რაღაც 90 წამში არის შესაძლებელი ჰაკერების მხრიდან მანქანის გატაცება“, — აცხადებს უსაფრთხოების სპეციალისტი ლენერტ უოტერსი.

Tesla Model X

ფოტო: Tesla.com

ლენერტ უოტერსი გვიხსნის, თუ როგორ არის შესაძლებელი მსგავსი რამის გაკეთება. პროცედურა 2 ნაწილად იყოფა. პირველ რიგში, ჰაკერები Tesla-ს გასაღებზე, მანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის დახმარებით, სისტემას წერენ და "გატეხილი" გასაღებით ხსნიან მანქანას. ამის შემდეგ, იყენებენ ხელთ აწყობილ აპარატს, რომელიც ავტომობილის მოდულის პორტში ერთდება და სრულ წვდომას ანიჭებს გამტაცებელს.

"მარტივად რომ ვთქვათ, ამ 2 აღმოჩენილი სისტემური შეცდომის გაერთიანებით, მანქანის გატაცება სულ რამდენიმე წუთში ძალიან მარტივად შეიძლება", — ამტკიცებს უოტერსი.

ზემოთ ხსენებული უსაფრთხოების დარღვევები, რა თქმა უნდა, ერთადერთი არაა, რაც ჩვენს ისტორიას ახსოვს. გვახსოვს, დაახლოებით, 1 წლის წინ წინანდელი ანალოგიური სიტუაცია, სადაც ჰაკერებმა ბოროტად გამოიყენეს ავტომობილი Tesla-ს გასაღები და გრძელი ანტენის დახმარებით შეძლეს მანქანაში შეღწევა.

ამ დარღვევებზე Tesla უკვე გაფრთხილებულია და ამჟამად, პრობლემის აღმოფხვრაზე აქტიურად მუშაობენ. ხარვეზს კი მანქანაზე სისტემური განახლების სახით გაასწორებენ.