ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი ქალ ფეხბურთელებს სექსუალურად ავიწროებდა, მათ კლუბი დატოვეს და სასამართლოს მიმართეს
საქართველოში ერთ-ერთ ქალთა საფეხბურთო კლუბში, კაცი მწვრთნელი ფეხბურთელებს სექსუალურად ავიწროებდა. როგორც პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წარმომადგენელი, ანა აბაშიძე On.ge-ს უყვება, გუნდის წევრები, რომელთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანიც იყო, მწვრთნელის მხრიდან ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდიდნენ სექსუალური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.
აბაშიძის თქმით, ფეხბურთელებმა ამ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, გუნდი საერთოდ დატოვეს და სასამართლოს მიმართეს. მისი განცხადებით, გოგოები ამბობდნენ, რომ კლუბში პროფესიული საქმიანობის გაგრძელება მათთვის უკვე შეუძლებელი იყო. მათ ინტერესებს ახლა სწორედ PHR იცავს.
ფეხბურთელებმა, რომლებიც ახლაც არიან მწვრთნელის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების მსხვერპლნი, ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს და საფეხბურთო კლუბის ანონიმურად დატოვება გვთხოვეს. შევიწროების შესახებ ანა აბაშიძე გვიყვება:
"როგორც გოგოები გვიყვებიან, მწვრთნელი მათ სექსუალური შინაარსის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთების სთხოვდა, ასევე, ხშირი იყო სექსუალური შინაარსის დამამცირებელი ხუმრობები. ამ ყველაფერს თან ახლდა აგრესიის გამოვლინება და დამცირება ეთნიკურ ნიშანზე ხაზგასმით. ასევე, იყო გოგოების გასახდელში უკითხავად შესვლა, დამამცირებელი სექსუალური შინაარსის კომენტარები გარეგნობასთან დაკავშირებით და ა.შ."
ჩვენი რესპონდტენტის თქმით, მწვრთნელი, რომელიც ასევე ამ კონკრეტული კლუბის მეპატრონე და 100 პროცენტიანი წილის მფლობელია, პროფესიულ საქმიანობას კვლავ აგრძელებს. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მეტიც, როგორც აბაშიძე ამბობს, გოგოებს "შეთქმულებაში" სდებს ბრალს.
"მწრვთნელი აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას, თუმცა კონკრეტულ საფეხბურთო გუნდს ადევს ყადაღა, იქედან გამომიდანრე, რომ გოგოებმა მიმართეს სასამართლოს და გარკვეულ ფინანსურ ზარალზეა საუბარი. ასე, რომ გარკვეულ შეზღუდვების ქვეშაა კლუბი", — გვითხრა აბაშიძემ.
ანა აბაშიძე ამბობს იმასაც, რომ მწვრთნელი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას სხვადასხვა გზით ცდილობს. კერძოდ, PHR-ის წარმომადგენლის თქმით, მან მხარდასაჭერად ქართული ოცნებიდან საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის რეკომენდაციას მოუხმო.
"ყაველაშვილმა მას რეკომენდაცია გაუწია, როგორც კარგ პროფესიონალსა და კარგ ადამიანს. რეკომენდაცია საქმეშიც დევს. ბატონმა ყაველაშვილმა იცოდა, რომ საქმე ეხებოდა გოგოების შევიწროებას, მათ შორის, რამდენიმე არასრულწლოვნის. მინიმუმ, მას უნდა სცოდნოდა, რომ ამისგან დისტანცირება არის მისი, როგორც პოლიტიკოსსის მოვალეობა", — ამბობს ანა აბაშიძე.
გარდა ამისა, აბაშიძის განცახდებით, მოგვიანებით მწვრთნელის მხარდასაჭერად საქმეში მოწმის სახით მოქმედი პროკურორიც ჩაერთო.
"პროკურორმა სცადა გარკვეული გარემოების ახსნას, რომ თითქოს ეს კაცი არ არის შემავიწროებელი. ეს ეწინააღმდეგება პროკურორების ეთიკის კოდექსს. პროკურორი შეზღუდულია გასწიოს სამართლებრივ-იურიდიული კონსულტაცია, განსაკუთრებით, ისეთ საქმეზე, რომელიც განსჯადობით შეიძლება მას დაეწეროს და შესასწავლი გახდეს. თუმცა ეს უგულებელყო ამ კოკრეტულმა პროკურორმა, გასწია კონსულტაცია წინასწარ და მერე ამავე საქმეში მოწმედ ჩაერთო", — გვითხრა რესპონდენტმა.
აბაშიძის თქმით, PHR-მა გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართა. ისინი ითხოვენ, რომ აღნიშნული პროკურორის საქმე ეთიკის კოდექსის დარღვევის საფუძველზე შეისწვალონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალებმა სექსუალური შევიწროების გამო დარღვეული უფლებების დასაცავად მიმართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველ კომიტეტს. კომიტეტმა გაიზიარა მათი პოზიცია და სექსუალური შევიწროვებისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო, სამართლიანად შეწყვეტილად მიიჩნია ქალ ფეხბურთელებსა და კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. თუმცა მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში გაასაჩივრა.
საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვები. ქალი ფეხბურთელების ინტერესებს PHR იცავს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები