სოფიო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს
სოფიო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაცია ამის შესახებ გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ ტვიტერით გაავრცელა.
"მადლობას ვუხდით ყველა წევრ ქვეყანას, ვინც მხარი დაგვიჭირა", — წერს კახა იმნაძე.
ივნისში საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე წარადგინა. ადამიანის უფლებებზე მომუშავე 52 არასამთავრობო ორგანიზაციამ კი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართა, რომ პარლამენტის დეპუტატი სოფო კილაძე ახალ წევრად არ აერჩიათ.
როგორც ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას გაეროს რეკომენდაციები პროცედურებთან შედარებით გათვალისწინებული არ იყო.
"[სახელმწიფომ] კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე, რომელიც, ჩვენი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით. ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით", — აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნდათ, რომ კილაძე არ უნდა აერჩიათ კომიტეტის წევრად, რადგან მისი კვალიფიკაცია, რეპუტაცია და შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების დარღვევა ამის საფუძველს არ იძლეოდა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ სოფო კილაძე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში:
"სოფიო კილაძის წარსული გამოცდილება არ ფარავს ბავშვთა უფლებების სფეროს, მას არ აქვს აკადემიური ან სხვა სახის სამეცნიერო სამუშაოები ჩატარებული ამ მიმართულებით, რაც დაადასტურებდა მის საექსპერტო და უფლებადაცვით გამოცდილებას, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოეთხოვება კომიტეტის წევრობის კანდიდატს".
გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირშმა გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოფო კილაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით თავის წერილში სოფო კილაძის შესახებ მიმართვის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა.
"ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი წუხილი ბრალდებების მიმართ, რომელიც საქართველოს კანდიდატის სოფო კილაძის მიმართაა წაყენებული. სამწუხაროდ, როგორც ვიცით, პირადი სახის შეტევა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხშირად ხდება განსაკუთრებით საქართველოში, სადაც პოლიტიკური ლანდშაფტი უკიდურესად პოლარიზებულია. რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ მათ მიერ გაწეულ ღირებულ შრომას ნაცვლად ამ დონემდე დაშვებისა.
გთხოვთ, ასევე გვენდეთ, რომ ჟენევის მისიას საკმარისი ინფორმაცია აქვს ამ და სხვა საელჩოებისაგან იმისთვის, რომ თითოეულ წარდგენილ კანდიდატზე წარმოდგენა შეექმნას
მადლობელი ვიქნები, თუ ჩემს შენიშვნებს ორგანიზიებს წარუდგენთ, რომელბმაც განცხადებას ხელი მოაწერეს", — განაცხადა გერმანიის ელჩმა.
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
კომენტარები