სასულიერო პირების პოლიტიკაში შესვლის საჭიროებას ვერ ვხედავ — ხუნდაძე მეუფე იაკობის შეთავაზებაზე
ქართული ოცნების წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში სასულიერო პირების ჩართულობის აუცილებლობას ვერ ხედავს. ასე გამოეხმაურა ის ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს, რომელმაც მხარეებს დიალოგისთვის ეკლესიის სივრცე შესთავაზა.
"მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური როლის შესრულება არის სასარგებლო, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ სასულიერო პირების ჩართულობა პოლიტიკაში, ასეთ სიღრმეში მათი შესვლა, უბრალოდ, საჭიროებას ვერ ვხედავ", — განაცხადა ხუნდაძემ.
მთავარ ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოსალაპარაკებელ სივრცედ ეკლესიაც უნდა გამოიყენოს.
"არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს... მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ. არ შეიძლება ასე გაყოფა ეს არის მტრობა, ვინც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა ყოფდეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებენ", — განაცხადა მეუფე იაკობმა.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არაერთ დარღვევაზე საუბრობენ, მათ შორის ე.წ. კარუსელებზე, ამომრჩევლის მიმართ ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.
ბარიერგადალხული რვავე ოპოზიციური პარტია — ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, მოქალაქეები, ლელო, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი — უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის, მათ შორის თავმჯდომარის ცვლილებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ოპოზიციის ბოიკოტს არ იზიარებს მმართველი პარტია ქართული ოცნება. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.
ამის ფონზე, ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა არც არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. ისინი საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდნენ.
პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების შუამავლობით პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე გაიმართა შეხვედრის ორი რაუნდი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დროს მათი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამას არც განიხილავენ.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და ადამიანის ძირითადი უფლებებიც დაცული იყო, მაგრამ ასევე დარღვევებზეც მიუთითებენ. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და "დემოკრატიულ არჩევანს" სცენ პატივი. ამავე დროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ოპოზიციას მიმართავენ, რომ პარლამენტში შევიდნენ და არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები მიიღონ.
არჩევნების დროს დარღვევებზე ისაუბრეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც. უწყების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში საარჩევნო პრეტენზიები გადაწყვეტილი იქნებოდა. ამავე დროს, ოპოზიციის ბოიკოტს მათ "უკვე ნანახი ფილმი" უწოდეს და მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.
ამავე თემაზე:
- თუ მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ, არავინ შევა პარლამენტში, სიას გავანულებთ — სამადაშვილი
- ამ არჩევნებზეც გამოიკვეთა დარღვევები: მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება — სახ.დეპი
- ბოიკოტის გამოცხადება უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს, მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში — სახ.დეპი
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები