ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემა ასეთი რაოდენობის ინფიცირებულებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა და ახლა ისრების ოპოზიციაზე გადატანას ცდილობენ.

"პრაქტიკულად სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთი რაოდენობის ინფიცირებულებისთვის და ახლა ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ ოპოზიციაზე. სულ ტყუილად იმიტომ, რომ ეს აქციები, ჯერ ერთი, იმართებოდა ღია სივრცეებში და მეორე — რაც არ უნდა ისაუბრონ ახლა ოპოზიციის ბრალეულობაზე, არავის არ სჯერა ამისი იმიტომ, რომ მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული და არ იციან როგორ მართონ ეს პანდემია და ამიტომ მივიღეთ ჩვენ ეს შედეგი", — განაცხადა უდუმაშვილმა.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა არჩევნების შემდეგ გამოცხადებული შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებს დაუკავშირეს.