დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს 10 ქალაქში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. ეს ქალაქებია:

  • თბილისი;
  • რუსთავი;
  • ქუთაისი;
  • ზუგდიდი;
  • თელავი;
  • ზესტაფონი;
  • გორი;
  • გარდაბანი;
  • ფოთი;
  • მარნეული.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით მიიღეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

24 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 045, გარდაიცვალა —39.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: