მდიდრების რბოლაში ილონ მასკი დაწინაურდა.

ტესლასა და SpaceX-ის CEO-მ ბილ გეიტსს გადაასწრო და ის ახლა მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია — მასზე წინ მხოლოდ Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსია.

ეს იმის გამო მოხდა, რომ S&P 500-ის ინდექსში მოხვედრის შემდეგ ტესლას აქციები ბოლო დროის ძალიან სწრაფად გაიზარდა. ამან მასკის ჯიბე $127.9 მილიარდამდე გაავსო, რაც ცოტათი უფრო მეტია, ვიდრე გეიტსის $127.7 მილიარდი (ნუ, "ცოტაში" ვგულისხმობთ $200 მილიონს). ბეზოსი ჯერ კიდევ ბევრად უფრო წინაა თავისი $182 მილიარდით.

მართალია, ერთი შეხედვით ეს ძალიან დიდი სხვაობაა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ 2020 წელს მასკის ქონება $100.3 მილიარდით გაიზარდა. გარდა ამისა, მასკი და ბეზოსი კოსმოსურ რბოლაშიც მონაწილეობენ (ბეზოსი კოსმოსური ფრენების კომპანია Blue Origin-ის თავკაცია), ამიტომ ტიტანების ამ ბრძოლის განვითარებაზე დაკვირვება საკმაოდ საინტერესო უნდა აღმოჩნდეს.

Bloomberg-ის თქმით, ბოლო რვა წელში მხოლოდ მეორედ მოხდა, რომ გეიტსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილზე ქვემოთ აღმოჩნდა. თუმცა, ალბათ, ის ნაკლებად არის დაინტერესებული ამ რეიტინგებში, რადგან უკვე არაერთხელ მილიარდობით დოლარი გასცა ქველმოქმედებაში.

მასკი, რომლის ხელფასიც ტესლაში $0-ია, მომავალ წლებში გაცილებით უფრო მდიდარი გახდება, თუკი კომპანია დასახული ძალიან ამბიციური მიზნების მიღწევას გააგრძელებს, რაც ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებით გამოსდის.