ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით არის 1 040 სასუნთქი აპარატი, ხოლო კორონავირუსით გამოწვეული რეანიმაციული პაციენტი 227-ია.

"სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ არის. საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში არის 2 500 სასუნთქი აპარატი და მათი დამატებით მობილიზება შესაძლებელი იქნება იმ კლინიკებში, რომლებიც ჩართული არიან კოვიდინფექციის მართვაში", — განაცხადა ტიკარაძემ.