ჯანდაცვის მინიტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მინისტრმა აღნიშნულით ლევან რატიანის მიერ გაკეთებულ განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

"მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია და მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან, მე ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო , როდესაც მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს", — განაცხადა რატიანმა.

23 ნოემბერს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია და ვისაც არ შეუძლია სახლში წავიდეს.

პოლიტიკის ფორმულის წამყვანმა, სოფო ზურაბიანმა მას რამდენჯერმე ჰკითხა, ხომ არ გულისხმობდა ის ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძეს, თუმცა რატიანმა ამ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა.