ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპროტესტო აქციების მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრისთანავე მოაბილიზეს დამატებითი საწოლფონდი.

"რასაც ხშირად გვსაყვედურობენ მთავრობას, ეს არის საწოლფონდების მობილიზება — რამდენად დროულად და სწრაფად ხდება. აქ, მე შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა იმ ქუჩაში გამართულ აქციებს, ჩენ დროულად მოვაბილიზეთ დამატებითი საწოლფონდი.

ტიკარაძის ინფორმაციით, თუ ოქტომბერში სამინისტროს მობილიზებული ჰქონდა 3 300 საწოლი, დღეს ეს რიცხვი 7 000-მდეა გაზრდილი.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციამ რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარა. 8 ნოემბერს პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ ცესკოს შენობისკენ, სადაც ისინი სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყნებით დაშალა.

ამ ეტაპზე, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მმართელ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ბრძოლას გააგრძელებენ ყველა შესაძლო მეთოდით, მათ შრის, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებითაც.

გაიგეთ მეტი: