ვიცე-პრემიერმა, მაია ცქტიშვილმა განაცხადა, რომ დამატებითი შესაძლო შეზღუდვები მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული.

ცქიტიშვილის განმარტებით, ეს ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორე მხრივ, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების, ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეულ სავაჭრო ობიექტების შეჩერებასთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება შეზღუდვებს, რაც ვიცით ეპიდემიოლოგებისგან, მეორე ყველაზე აქტიური და ყველაზე ქმედეითი ზომა არის მობილობის შემცირება. სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები. ერთის მხირვ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორეს მხრივ, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების, ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი", — განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ვიცე-პრემიერმა, ასევე, განაცხადა, რომ წერტილოვან შეზღუდვებს ისევ განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.