შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება და ქაოსი მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია.

"ბატონი პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს, რადგან დასავლეთმა, და მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, შეიძლება თქვან: რატომ დავეხმაროთ საქართველოს, როცა ქვეყანა ასეთი არეულია. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გადაიჭრება თანასწორად და სამართლიანად და იმედი მაქვს, ყველაფერი სწრაფად მოგვარდება", — განაცხადა მან.

კრამერმა აღნიშნა ისიც, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხარეებმა თავად უნდა მონახონ, რადგან მას ამერიკაში ვერავინ შეძლებს. ინტერვიუში კრამერმა, ასევე, შეაფასა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტიც და აღნიშნა, რომ ვიზიტისთვის შესაფერისი დრო არ იყო. მას მიაჩნია, რომ პომპეომ ვიზიტს თავი არცთუ ისე კარგად გაართვა, რადგან იგი ოპოზიციასაც არ შეხვედრია. კრამერის აზრით, შეხვედრა უნდა გამართულიყო ოპოზიციურ პარტიებთანაც, რადგან ამით პომპეო ხაზს გაუსვამდა, რომ ამერიკა მხარს არ უჭერს რომელიმე ერთ მახარეს, არამედ ყველა მხარეს მოუწოდებს კომპრომისის გამონახვისკენ.