საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტები წელს შეზღუდვებით იმუშავებენ. კარძოდ:

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
  • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

საბჭოს განცხადებით ეს წესები იმოქმედებს: ბაკურიანში, ბორჯომში, გუდაურში, აჭარაში (ბათუმი, ქობულეთი, გოდერძი), გურიაში (ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი), კახეთში, ყაზბეგში, სვანეთში, აბასთუმანსა და ვარძიაში.

გარდა ამისა, ამ კურორტებზე ისევე, როგორც საქართველოს 8 დიდ ქალაქში დაწესებულია შემდეგი შეზღუდვები:

  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

გაიგეთ მეტი ახალ შეზღუდვებზე:

25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 366 , გარდაიცვალა — 34. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა 114 889 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 95 581-მდე და გარდაიცვალა 1 085.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: