უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, გარდა გამონაკლისი პერიოდისა. მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთვში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.

საბჭოს განცხადებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით იქნება იგივე შეზღუდვები, რაც 24 დეკემბრამდე იყო. ხოლო 16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა გარდა შაბათ-კვირისა.

გაიგეთ მეტი ახალ შეზღუდვებზე:

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები თავდაპირველად ეტაპობრივად დაწესდა: ჯერ აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება, შემდეგ მეტროსა და ავტობუსების. კარანტინის დროს აკრძალული იყო ტაქსები და პირადი ავტომობილებიც. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 29 მაისს მოიხსნა და მგზავრობა ნებადართული მხოლოდ პირბადით იყო.

26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ 118 690 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 98 781 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 — გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: