დღეს, როცა მობილურ ტელეფონს ამხელა დატვირთვა აქვს ჩვენს ცხოვრებაში, მისი შეძენისას დიდი ყურადღება გვმართებს. თუმცა, ყოველთვის არ გვაქვს იმის დრო, რომ მოვიაროთ მაღაზიები, ვნახოთ ჩვენთვის სასურველი ტელეფონის სხვადასხვა ვარიანტი და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის (და არამარტო ასეთებისთვის) იდეალურია ონლაინ შოპინგი. თუ მობილური მოულოდნელად გაგიტყდა/გაგიფუჭდა და დღის განმავლობაში ვერ ახერხებ მაღაზიაში მისვლას, შესვენებაზე ან "მოპარულ" სამუშაო დროს, ოფისიდანვე შეგიძლია, თვალი ჩაჰკრა ონლაინ მაღაზია Extra.ge-ს და აარჩიო შენთვის მისაღები ტელეფონი.

ალბათ იფიქრებ — რატომ მაინცდამაინც Extra.ge?

Extra.ge-ზე მობილური ტელეფონები მრავლადაა წარმოდგენილი — ფერის, ზომის, ფუნქციების, თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. შესაბამისად, არ გიწევს საიტიდან საიტზე გადახტომა, დროის უაზროდ კარგვა უკეთესის საპოვნელად, რადგან ექსტრაზე ყველაფერია, რაც გაგიხარდება.

როგორი და რა ბრენდის ტელეფონების ყიდვაა შესაძლებელი Extra.ge -ზე?

Android თუ Ios, თეთრი თუ წითელი, ღილაკებიანი თუ სენსორული ... არ არსებობს მოთხოვნა, რომელსაც ექსტრა ვერ დააკმაყოფილებს. ვერსად ნახავ მობილური ტელეფონების იმაზე უკეთეს ასორტიმენტს, როგორსაც Extra.ge გთავაზობს. და ეს ყველაფერი არ არის — ექსტრაზე შეგიძლია იყიდო პირველმა ის, რასაც მსოფლიო მოუთმენლად ელის. მაგალითად, Apple-ს უახლესი პროდუქტები. თანაც ისე, რომ არ დახარჯო ზედმეტი დრო და ძალისხმევა. რადგან Apple ვახსენე, ეს არ ნიშნავს, რომ აქ ბიუჯეტური, სხვადასხვა ფუნქციით აღჭურვილი მობილურები არ არის. HUAWEI, HONOR, SIGMA, BLU, GOOGLE, NOKIA, მისი უდიდებულესობა XIAOMI, რომელიც სმარტფონების ყველაზე დიდი მწარმოებელია APPLE-ს და SAMSUNG-ის შემდეგ, Extra.ge-ზეა წარმოდგენილი.

ფასები

ექსტრას ფასები ყველაზე კონკურენტული და მომხმარებელზე მორგებულია. დიახ, ექსტრა საუკეთესო ფასად გთავაზობთ იმას, რაშიც სხვაგან უფრო მეტი უნდა გადაიხადოთ. თუ თქვენი პროდუქტის ღირებულება 100 ლარზე მეტი იქნება, ნივთს თბილისში უფასოდ მოგიტანენ. ტელეფონში, როგორც წესი 100 ლარზე მეტს ყოველთვის ვიხდით, ჰოდა ე.ი. უფასო მიტანის სერვისიც მიგვიღია. მობილურს რომ საუკეთესო ფასად შეიძენ და უფასოდ თბილისის იმ უბანში მიიღებ, სადაც გაგიხარდება, ამაზე მეტი სიამოვნება რა არის?!

გარანტია

რადგან ონლაინ ყიდულობ, არ იფიქრო, გარანტიის გარეშე დარჩი. მიუხედავად იმისა, რომ ექსტრაზე მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია იყიდება, გარანტია ნებისმიერი ტელეფონის თანმდევია. დიახ, ტელეფონთან ერთად ექსტრას კურიერი, საგარანტიო ფურცელსაც მოგართმევთ. თუ ფასდაკლებებიც დაგემთხვა, რასაც ექსტრა ხშირად სთავაზობს მომხმარებელს, აშენებულხარ და ეგაა... ერთი ტელეფონი შენი საყვარელი ადამიანისთვისაც უნდა გააყოლო, ოღონდ ისეთი, როგორიც მას გაუხარდება. ექსტრა ხომ არამარტო შენს კეთილდღეობაზე, შენს ახლობლებზეც ზრუნავს.