ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის, გია ვოლსკის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთ "მეომარია" და მის საქმიანობას ამ მხრივ "ხინჯი" არ გააჩნია.

"მენეჯმენტი ზუსტია, ისეთია, როგორიც უნდა იყოს. საერთაშორისო სტანდარტია, აქ ახალს ვერაფერს მოიგონებ. რა საკვირველია, არც საწოლი ადგილები გაჩნდებოდა, რაც არ უნდა მოიგონოს ხელისუფლებამ", — განაცხადა მან.

ვოლსკის თქმითვე, ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს და ასევე, მათთან "დაკავშირებულ" მედია საშუალებებს სურთ, რომ პანდემია ქვეყანაში, რაც შეიძლება სწრაფად გავრცელდეს.