დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა. ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

როგორც ტრამპმა განაცხდა, სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც გადაცემის პროცესზეა პასუხისმგებელი, დროა, გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია. თუმცა მისი თქმით, იგი ბრძოლას გააგრძელებს.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა და დონალდ ტრამპი, დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა, თუმცა, რესპუბლიკელი დამარცხებას არ აღიარებს. მან რამდენიმე შტატში ხმების გადათვლაც მოითხოვა. როგორც ტრამპი და მისი კამპანია ამტკიცებდა, ზოგიერთ შტატში ხმები არასწორად დაითვალეს და სიაში გარდაცვლილი ადამიანებიც მოხვდნენ. თუმცა არც ერთი საჯარო გამოსვლის თუ ტვიტის დროს ტრამპს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.