ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობების გაღრმავება უნდა იყოს მესიჯი კრემლისთვის, რომ ეს რეგიონი მათთვის სტრატეგიულად საინტერესოა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნატოში გაწევრიანების შესახებ მოწვევა საქართველოს დაუყოვნებლივ გაეგზავნოს.

ამის შესახებ ის საუბრობს წერილში, რომელიც EUobserver-ში გამოქვეყნდა და სადაც მთიანი ყარაბაღის მოვლენებსა და სამშვიდობოს შეთანხმებას მიმოიხილავს. წერილში ჰოჯესი აღნიშნავს, რომ დიდი კონფლიქტების მოგვარებისთვის სამხრეთ კავკასიის დასავლეთი სჭირდება.

ჰოჯესის შეფასებით, მინსკის ჯგუფის დიპლომატები 1993 წლიდან ცდილობდნენ კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა აშშ-ს და საფრანგეთის მთავრობებმა ისევე, როგორც დასავლეთის დანარჩენმა ნაწილმა, ბოლო კვირებში ყველაფერი გამოტოვა. ამის ფასს კი ახლა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა იხდის. როგორც ჰოჯესი ამბობს, დასავლეთის უმეტესობამ სამხრეთ კავკასია დიდი ხანია მიატოვა.

"მოდით ჩამოვაყალიბოთ ახალი, ძლიერი ურთიერთობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან, გავაძლიეროთ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორობა თურქეთთან, გავაზარდოთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, სადაც წარმოვადგენთ ინფრასტრურქტურას ამერიკის საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ ასევე, უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შეუერთდეს ნატოს. მსგავსი ზომები კრემლს დაარწმუნებს, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის სტრატეგიულად საინტერესოა", — განაცხადა ჰოჯესმა.

ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ დასავლეთმა უნდა ითანამშროლოს კონფლიქტში ჩართულ მხარეებთან. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ დასავლეთმა თურქეთთან დაძაბული ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოს.

ამავე თემაზე: