დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, ბოლო კვირის განმავლობაში, 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო კოვიდ-რუკაზე პირველ ადგილს იკავებს. მას შემდეგ ლუქსემბურგი, მონტენეგრო და სერბეთი მოსდევს.

ფოტო: The New York Times

აღნიშნული ბოლო 7 დღის მონაცემებს აჩვენებს და ასახავს ერთი კვირის მანძილზე დღეში ინფიცირებულთა საშუალო რიცხვს. კერძოდ, NYT-ის რუკის მიხედვით, რომელიც ადგილობრივი მთავრობების, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 2 807 ინფიცირებული მოდის, ხოლო უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ინფიცირებულთა საშუალო რიცხვი 3 579-ია, რაც 100 000 მოსახლეზე 95.9-ს შეადგენს.

მონაცემები 22 იანვრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, შესაბამისად, არ შედის დღევანდელი მონაცემები. 23 ნოემბერს ქვეყანაში 3 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობამ 108 690 შეადგინა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: