მრავალი ადამიანისთვის ქორწილი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რის გამოც მასთან დაკავშირებული თითოეული დეტალი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს: ადგილმდებარეობა, სტუმრები, სამოსი, დეკორაციები და რაღა თქმა უნდა, ტორტი.

როგორც წესი, საქორწინო ტორტების უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს ხოლმე — თეთრი კრემითაა გაფორმებული და დიდი ზომისაა, რათა ყველა სტუმარს თითო ნაჭერი მაინც შეხვდეს. თუმცა არსებობენ წყვილებიც, რომლებიც ისეთ არჩევანს იღებენ, რაც ყველაზე მეტად, ალბათ, სწორედ იმ კონდიტერებს აოცებთ, ვისაც მათი გამოცხობა უწევთ.

ნახეთ ამის რამდენიმე მაგალითი და ვინ იცის, იქნებ თქვენც კი გეწვიოთ მუზა მომავალი ქორწილისთვის.

1. ეს წყვილი, ალბათ, ასე ანიშნებს აბეზარ ნათესავებს, რომ დაუპატიჟებელი სტუმრობებით არ აიკლან

ფოტო: blazze_eternal / Reddit

2. მოგვიანებით უხერხული კითხვები რომ არ დაისვას, აბა როგორი პირველი ღამე გქონდათო, ყველაფერი წინასწარ გაამხილეს

ფოტო: Keithsheath / Reddit

3. ეს იმდენად უცნაური დიზაინია, რომ შეიძლება მოგეწონოს კიდეც

ფოტო: Reddit

4. პანდემიის დაწყებისას ტუალეტის ქაღალდზე ატეხილი აჟიოტაჟისას ამ ტორტის ჭამა განსაკუთრებულად სანუკვარი იქნებოდა

ფოტო: LaMerMerci / Reddit

5. ალბათ, ერთმანეთი რომელიმე სწრაფი კვების ობიექტში გაიცნეს

ფოტო: forgotten_weasley / Reddit

6. არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად

ფოტო: ilovemyking / Reddit

7. ეს ტორტი, ალბათ, ძალიან გემრიელია, უბრალოდ მასპინძელს სურდა, რომ სულ მას შეხვედროდა და სხვები არ შესცილებოდნენ

ფოტო: ulysses_mcgill / Reddit

8. შთამბეჭდავად ესთეტიკური გადაწყვეტილებაა

ფოტო: inapproprievan / Reddit

9. აქ უნდა იყოს საპნის ოპერის იმ ცნობილი პერსონაჟის გიფი, რომელიც ცდილობს გაიგოს და გამოთვალოს, თუ რაშია საქმე

ფოტო: nikdahl / Reddit

10. როცა სუში მეტისმეტად გიყვარს

ფოტო: Reddit

11. "ქორწილს სანაპიროზე ვიხდი და რამე შესაფერისი ტორტი მინდა"

ფოტო: Reddit

12. დამპლური თამაშები

ფოტო: florispaghett / Reddit