რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის მზადაა ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ პრეზიდენტთან, თუმცა ჯერ არ არის მზად, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ჯო ბაიდენი სცნოს.

"ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერთად, ვისაც ამერიკელი ხალხის ნდობა ექნება, მაგრამ ეს ნდობა მიეცემა კანდიდატს, ვისი გამარჯვებაც აღიარებული იქნება ოპოზიციური პარტიის მიერ, ან მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად გამოცხადდება", — განაცხადა პუტინმა რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

ბაიდენისთვის არ მილოცვის შესახებ გადაწყვეტილება პუტინმა ახსნა როგორც "ფორმალურობა" არანაირი დაფარული მოტივები არ არსებობს. კითხვაზე, დააზიანებდა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-რუსეთის ურთიერთობებს, პუტინმა უპასუხა: "არაფერია დასანგრევი, ის უკვე ჩამოშლილია".

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.რამდენიმე შტატში ხმების გადათვლამ აღნიშნული შედეგი უკვე დაადასტურა.

მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს. ჯო ბაიდენმა არჩეული პრეზიდენტის რანგში ერს უკვე მიმართა. არაერთმა მსოფლიო ლიდერმა კი, მათ შორის გერმანიის კანცლერმა, კანადის პრემიერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბაიდენს გამარჯვება უკვე მიულოცა.

ამავე თემაზე: