ბათუმიდან მატარებელი 20 წუთით ადრე გავიდა, მგზავრები ბაქანზე დარჩნენ
22 ნოემბერს ბათუმის რკინიგზის სადგურიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 20 წუთით ადრე გავიდა. მგზავრთა ნაწილმა თბილისში წასვლა ვერ მოახერხა და არც ინფორმაციას ფლობდა, რატომ გავიდა მატარებელი დანიშნულ დროზე ადრე.
როგორც მათ ცხელ ხაზსა და სალაროში განუცხადეს, განრიგი შეიცვალა და მატარებელი 15:25-ის ნაცვლად 15:05-ზე საათზე გავიდა.
On.ge დაუკავშირდა საქართველოს რკინიგზის პრესცენტრს და ეცადა, გაერკვია, რატომ არ მიაწოდეს მგზავრებს ინფორმაცია შეცვლილი განრიგის შესახებ. კომპანიაში ამბობენ, რომ ვინც ბილეთი 20 ნოემბერის შემდეგ იყიდა, იმათ ბილეთზე უკვე შეცვლილი დრო ეწერა, ასევე, მგზავრები გააფრთხილეს მოლარეებმა. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ბილეთი 20 ნოემბრამდე იყიდა, კომპენსაციას ჰპირდებიან.
კითხვას, გააფრთხილეს თუ არა მგზავრები დროის შეცვლის შესახებ, საქართველოს რკინიგზაში პასუხობენ, რომ მეილებზე და მობილურის ნომრებზე ინფორმაციას ვერ დაგზავნიდნენ, რადგან ბაზასთან წვდომა არ აქვთ. მათივე თქმით, შეცვლილი განრიგი გამოქვეყნდა კომპანიის ვებგვერდზე, ასევე, შესაბამისი პოსტი ჰქონდათ Facebook-ზე. On.ge-მ მათი გვერდის გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ პოსტი 8 ნოემბერს გამოქვეყნებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ნაყიდ ბილეთებზე არასწორი დრო იყო დატანილი.
გარდა იმისა, რომ მოქალაქეებს შეეცვალათ მარშრუტი და გეგმები, სხვა ტრანსპორტის პოვნის შემთხვევაში, იყო საფრთხე, რომ 22:00 საათამდე თბილისში ვერ ჩამოსულიყვნენ, ამ დროის შემდეგ კი ქალაქში გადაადგილება აკრძალულია.
ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელმაც მგზავრობა ვერ შეძლო, განაცხადა, რომ ბილეთი 18 ნოემბერს შეიძინა და თუ პოსტი 8 ნოემბერს იყო გამოქვეყნებული, შესაბამისად, ყიდვისას განახლებული დრო უნდა ეჩვენებინა.
"დავრეკე ცხელ ხაზზე და თქვენი საჩივარი დაფიქსირებულია, ხვალ გადმოგირეკავენო. ტყუილად ჩაინიშნეს ის საჩივარი, რა უნდა გვითხრან? სამარშრუტო ტაქსით წავედი, არ ვიცი 22:00 საათამდე თუ ჩავალ, ან თუ ჩავალ, იქნებ, სახლამდე ვერ მივასწრო. დავრეკე და მოვითხოვე, საშვი დაეშვათ, მაგრამ მაგასაც არ აქვს აზრი", ― ამბობს მგზავრი.
მგზავრთა ნაწილმა ბილეთები დილის რეისზე გადაცვალა, ნაწილმა კი წასვლა ვერ მოახერხა.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები