შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.

"საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება",— ამბობს თეა ახვლედიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 20 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.