გირჩის წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნებოდა საუკეთესო და წინ გადადგმული ნაბიჯი. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში განაცხადა.

"მე-10 მოწვევის პარლამენტს ზოგადად ჰქონდა შანსი, რომ ყოფილიყო საუკეთესო ამ ქვეყნის პარლამენტებს შორის. თუნდაც საკუთარი მრავალპარტიულობით და ეს იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ამ არჩევნების. ყველაფერი გააკეთა საქართველოს მთავრობამ, რომ გაეფუჭებინა ეს არჩევნები", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები იყვნენ.