ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ხელოვნურად ქმნის პოლიტიკურ კრიზისს და მათ არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს. ისი მხოლოდ "ჯახზე" არიან ორიენტირებულები.

"პოლიტიკურ ველზე კრიზისი არის მაგრამ ეს ხელოვნურია. რიგგარეშე არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიციას არც ის აინტერესებს, მათ ჯახი აინტერესებთ, რომელიც პოლიტიკურ ველზე შესაძლო წარმატებას მოუტანს. ჯერ კიდევ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ვაცხადებდით, რომ მათი ნებისმიერი საქმიანობა, ნებისმიერი საქციელი, თუნდაც პარლამენტის ბოიკოტირება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დროს, ადასტურებდა მათ არჩევნები და საარჩევნო შედეგები არ აინტერესებთ", — განაცხადა ვოლსკმა.

21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.