დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი 4 048 შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისშია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები დედაქალაქსა და რეგიონში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 1 602;
  • იმერეთი — 772;
  • აჭარა — 447;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 389;
  • შიდა ქართლი — 241;
  • ქვემო ქართლი — 223;
  • გურია — 114;
  • კახეთი — 164;
  • მცხეთა-მთიანეთი — 48;
  • სამცხე-ჯავახეთი — 44;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 4.

დღეს საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 საათში 4 ათასს გადააჭარბა. ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 104 732-ია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონაირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 856 გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, ჯამში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 976 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 85 639.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: