დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყველაზე მეტი, 24 ადამიანი, თბილისში გარდაიცვალა. რეგიონების მიხედვით გარდაცვალების მაჩვენებელი ასეთია:

  • აჭარა — 13;
  • იმერეთი — 7;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1;
  • ქვემო ქართლი — 3;
  • შიდა ქართლი — 1.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ 976 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 საათში 4 ათასს გადააჭარბა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადასტურებულია 4 048 ახალი შემთხვევა. ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 104 732-ია.

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 85 639-მდე.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: